ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც ყოველდღიურ ოპერაციულ მოვლას, ასევე შენობებისა და ტერიტორიის სრულყოფილ მართვას. სერვისში გათვალისწინებულია პერსონალური მენეჯერი, რომელიც კოორდინაციას უწევს თქვენს საჭიროებებს, უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგი და დაცვა, კონსიერჟის სერვისი, გამწვანება და ლანდშაფტური სერვისები, შენობის ექსტერიერის და ინტერიერის დასუფთავება და ჰიგიენა, ასევე შენობების მართვა და ტექნიკური მომსახურება.
სერვისების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მოვლა-პატრონობას ვახორციელებთ როგორც სრულ კომპლექსზე, ისე კონკრეტულ სერვისებზე. არჩევანი დამოკიდებულია მაცხოვრებლების/დეველოპერის საჭიროებებზე.
ღირებულება განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით, მათ შორის, ობიექტის ზომა და მასშტაბი, საჭირო სერვისების ტიპი და მოცულობა, ინსპექტირების სიხშირე და მომსახურების ხანგრძლივობა.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამართლიან და გამჭვირვალე ფასს თითოეული ობიექტისათვის.
პროფესიონალური მოვლა-პატრონობა პირდაპირ აისახება შენობის საბაზრო ღირებულებაზე. დროული ინსპექტირება და პრევენციული მოვლა ამცირებს ძვირადღირებული დაზიანებების რისკს. მუდმივად გამართული ტექნიკური სისტემები, როგორიცაა გათბობა, გაგრილება, ლიფტები და უსაფრთხოების სისტემები, ინარჩუნებს შენობის ფუნქციურობას. კარგად მოვლილი შენობა იზიდავს მობინადრეებს, რაც ზრდის საინვესტიციო ინტერესს. მაღალი სტანდარტებით მომსახურება კი ამყარებს შენობის იმიჯს და აუმჯობესებს მის საინვესტიციო და კომერციულ მიმზიდველობას.
ჩვენი სერვისი არ არის მხოლოდ ყოველდღიური მოვლა — ის არის ინვესტიცია შენობის ღირებულების შენარჩუნებასა და ზრდაში.
ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ტექნიკური ინციდენტი არ, ან რაც შეიძლება იშვიათად მოხდეს. ამას უზრუნველყოფს ჩვენი პროფესიონალი ტექნიკური პერსონალის მიერ შესრულებული პრევენციული მოვლა, რომელიც ხორციელდება ობიექტის საჭიროებებზე მორგებული წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით.
ასევე, ყველა შენობას ჰყავს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ახორციელებს შენობის სისტემების და მოწყობილობების ყოველდღიურ მონიტორინგს და უზრუნველყოფს შესაძლო პრობლემის დროულ იდენტიფიცირებას, ინფორმაციას გადასცემს შესაბამის ტექნიკურ ჯგუფს, მონიტორინგს უწევს პრობლემის მოგვარების მთელ პროცესს — აღმოჩენიდან სრულ აღმოფხვრამდე და აცნობებს მაცხოვრებლებს სამუშაოების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენს მომხმარებელს აქვს საშუალება მობილური აპლიკაციის მეშვეობით დააფიქსიროს პრობლემა (საჭიროების შემთვევაში დაურტოს ფოტოც), რის შედეგადაც, ტექნიკურ დახმარებაზე მოთხოვნა ავტომატურად გადაეგზავნება შენობის პერსონალურ მენეჯერს და შესაბამის ტექნიკურ გუნდს მყისიერი რეაგირებისთვის.
ეს მიდგომა გარანტიას იძლევა, რომ ტექნიკური ინციდენტები სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება, ხოლო მაცხოვრებლები მუდმივად ინფორმირებული იქნებიან თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე პროცესებზე.
ჩვენ ვიყენებთ მობინადრეებისთვის შექმნილ აპლიკაციას, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია რეალურ დროში ნახოს:
• საკუთარი გადახდების ისტორია
• საერთო ბიუჯეტის განაწილება
მიზნობრივი ხარჯები (მაგ., ტექნიკური მომსახურება, დასუფთავება, სარემონტო სამუშაოები)
• მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
ეს უზრუნველყოფს სრულიად გამჭვირვალე ფინანსურ პროცესს, სადაც მაცხოვრებლები დეტალურად ხედავენ, როგორ იხარჯება მათი მიერ გადახდილი თანხა და რაზე ნაწილდება საერთო ბიუჯეტი.
პროფესიონალური მოვლა უზრუნველყოფს იმას, რასაც ყოველდღიურობაში მაცხოვრებლები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ:
პრევენცია: სპეციალისტები დროულად ამჩნევენ პრობლემას, სანამ ის სერიოზულ ავარიად გადაიქცევა.
უსაფრთხოება: ტექნიკური ინსპექტირება და კონტროლი იცავს შენობას და მაცხოვრებლებს საფრთხისგან.
დროის მენეჯმენტი: აღარ გჭირდებათ სანტექნიკოსის, ელექტრიკოსის ან ხელოსნის ცალკე მოძიება — ყველაფერი ერთ სერვისში ერთიანდება.
ხარჯების ოპტიმიზაცია: პროფილაქტიკური და პრევენციული მოვლა ამცირებს მასშტაბური ავარიების რისკს, შესაბამისად თავიდან გვაცილებს დიდ და მოულოდნელ ხარჯებს.
კომფორტი და სიმშვიდე: იცით, რომ თქვენი საცხოვრებელი გარემო დაცულია, მოვლილია და პროფესიონალების ხელშია.
უპირველეს ყოვლისა, გამოიყენეთ ჩვენი მობილური აპლიკაცია — ეს არის ყველაზე სწრაფი და კომფორტული გზა პრობლემის შესატყობინებლად, პროცესების მონიტორინგისა და გადაუდებელი საკითხების დაფიქსირებისთვის. აპლიკაციაში შეგიძლიათ ასევე შეაფასოთ შესრულებული სამუშაო, რაც გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენი კორპუსის მენეჯერს ან მიმართოთ ჩვენს ცხელ ხაზს